ინტელის სასწავლო პროექტი "პროექტებით სწავლება" მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გავიარეთ 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალზე ნაყოფიერი,ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, კერძოდ პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის,ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა. ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე,თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მირწევაში. ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.
No comments:
Post a Comment