Friday, 7 April 2017
Saturday, 1 April 2017
კურსის შეჯამება
ინტელის სასწავლო პროექტი "პროექტებით სწავლება" მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გავიარეთ 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალზე ნაყოფიერი,ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, კერძოდ პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის,ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა. ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე,თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მირწევაში. ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.
Sunday, 19 March 2017
Saturday, 11 March 2017
რეფლექსიები
6 დღის რეფლექსია: ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაციები, შევაფასეთ 3-2-1 მეთოდით. კიდევ უფრო კარგად დავხვეწეთ და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. დავამთავრეთ მოდული 5.
5 დღის რეფლექსია: განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები . ვიმუშავეთ ინტერნეტში .
4 დღის რეფლექსია: ვიმუშავეთ პროექტების პრეზენტაციაზე, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,დავასრულეთ მოდული 2 და მოდული 3.
3 დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და გაფორმება , მოდული 2. პროექტის გეგმის დაწერა.21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები, ბლუმის ტაქსონომია. პედაგოგებმა ერთმანეთს დაუწერეთ კომენტარები.
1-2 დღეს გავეცანით ინტელის პროექტის სახელმძღვანელოს, გავეცანით საქაღალდეებს, გავიგე რას ვათავსებთ თითოეულში. ვისწავლეთ როგორ შევინახოთ სახელმძღვანელოდან მონიშნული ფურცლები ;გავიგე რა არის ჩეკლისტი, გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. ; შევქმენით სარეკლამო;
Subscribe to:
Posts (Atom)